კიმიხი: „ბაიერნი“ „პარი სენ-ჟერმენზე“ ძლიერია“

კიმიხი: „ბაიერნი“ „პარი სენ-ჟერმენზე“ ძლიერია“

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პსჟ-თან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში შეძლებენ დადებითი შედეგის მიღწევას, რადგან უკეთესი გუნდი ჰყავთ. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა მიუნხენში პარიზელებმა მოიგეს 3:2.

„ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია და ვფიქრობ, შემდგომ ეტაპზე გავალთ. პირველ შეხვედრაშიც ვჯობდით მეტოქეს, მაგრამ შედეგი სხვაგვარი აღმოჩნდა. ახლა მთავარია საბრძოლო, პოზიტიური განწყობა შევიქმნათ და მეტად ეფექტურად გავირჯეთ.“ - ციტირებს კიმიხის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

პსჟ - „ბაიერნის“ შეხვედრა დღეს, 13 აპრილს გაიმართება პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.