გამოცემა Forbes-ის ცნობით, „ბარსელონა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია. გასულ წელს კატალონიური გრანდის კაპიტალმა 4,76 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუსწრო.
კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „ბარსამ“ ასეთ აღიარებას სატელევიზიო უფლებების რეკორდული გაყიდვებით, ფეხბურთელებთან განახლებული კონტრაქტებითა და ხარჯების ოპტიმიზაციის წყალობით მიაღწია.
Forbes-ი ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგს უკვე მეთექვსმეტე წელია აქვეყნებს. აქედან თერთმეტ შემთხვევაში ლიდერი „იუნაიტედი“ იყო, ხუთჯერ პირველ ადგილს „რეალი“ იკავებდა, „ბარსელონა“ კი სათავეში წელს პირველად მოექცა.