სამეფო კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, „რეალის“ მმართველის თანამდებობაზე მე-6 ვადით აირჩიეს.
მადრიდულ გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში 74 წლის პერესი, ერთადერთი კანდიდატი იყო და თანამდებობაზე ავტომატურად, 2025 წლამდე დარჩა.
ფლორენტინო პერესი კლუბში პრეზიდენტის თანამდებობას 12 წელია იკავებს, სწორედ მისი მმართველობის პერიოდში სამეფო კლუბმა ზედიზედ 3 „ჩემპიონთა ლიგის“ თასის, ჯამში კი 47 ტიტულის მოპოვება შეძლო.