რომს შესაძლოა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის სტატუსი ჩამოართვან

რომს შესაძლოა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის სტატუსი ჩამოართვან

რომს შესაძლოა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის სტატუსი ჩამოართვან. უეფამ თორმეტივე მასპინძელი ქვეყნისგან მოითხოვა კონტინენტის პირველობის მატჩებზე გულშემატკივრის 25 პროცენტის დაშვება, რაზეც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს იტალიის მთავრობა ჯერჯერობით დადებით პასუხს ვერ აძლევს.

ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ უკვე ჩააყენა არსებული საშიშროების შესახებ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, თუმცა მას ქმედითი ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს.

უეფამ გაავრცელა განცხადება, რომ 16 აპრილამდე თითოეულმა მასპინძელმა ქალაქმა სტადიონზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით ქომაგის დასწრებაზე გარანტიები უნდა წარადგინოს და რამდენად მოასწრებს რომი დედლაინამდე ამის გაკეთებას, რთული სათქმელია.