40 წლის ამერიკელი მსახიობი – მაკოლეი კალკინი 5 აპრილს პირველად გახდა მამა. 33 წლის მსახიობის – ბრენდა სონგისა და მისი შვილი ლოს-ანჯელესში დაიბადა, მშობლებმა მას სახელი ემოციური მიზეზით შეურჩიეს.
როგორც ირკვევა, გოგონას მაკოლეის გარდაცვლილი დის -დაკოტას საპატივსაცემოდ სწორედ ეს სახელი შეურჩიეს.
შეგახსენებთ, რომ მაკოლეიმ ჯერ კიდევ 2018 წელს გაგვიზიარა, რომ ბრენდასთან შვილის ყოლაზე ოცნებობდა, როგორც ხედავთ, ბედნიერმა წყვილმა ოცნების ახდენა შეძლო.