ბორის ჯონსონი სახლს აქირავებს

ბორის ჯონსონი სახლს აქირავებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოქსფორდშირის საგრაფოში კოტეჯს აქირავებს. ამის შესახებ DailyMail წერს. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების პროტოკოლის გამო მიიღო.

კოტეჯი თვეში 4 200 ფუნტად ქირავდება. პროტოკოლის თანახმად, უსაფრთხოების მიზნით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქალაქგარეთ გასვლისას ჩეკერსში, სოფელ ელსბოროსთან მდებარე რეზიდენციით უნდა ისარგებლოს.

ჯონსონმა ოქსფორდშირის საგრაფოში კოტეჯი 2003 წელს 1,2 მილიონ ფუნტად იყიდა. სახლის ფართი 3 ათასი კვადრატული მეტრია. კოტეჯში ოთხი საძინებელია, ნაკვეთში არის აუზი, სამზარეულო და ბუხარი.