საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ალესანდრა გალონი ახალ მთავარ რედაქტორად დაასახელა. ალესანდრა გალონი Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.
ალესანდრა გალონი Reuters-ის მოქმედ მთავარ რედაქტორს, სტივენ ადლერს ჩაანაცვლებს, რომელიც მთავარი რედაქტორის პოსტს მიმდინარე თვის ბოლოს ტოვებს.
ალესანდრა გალონის ბიზნესისა და პოლიტიკური ამბების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. მანამდე კი ის Wall Street Journal-ში მუშაობდა.