გიორგი ამილახვარი: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს

გიორგი ამილახვარი: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგეს.

„ამ დღეებში მიმდინარეობდა ელჩებთან შეხვედრები, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების. არის გარკვეულ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შემიძლია, გითხრათ, რომ ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან მაინც რიგ საკითხებზე შედგეს მოლაპარაკების პროცესი, იმ საკითხებზე, რომლებიც ბატონმა დანიელსონმა დააყენა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.