დავით მათიკაშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია

დავით მათიკაშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, ცხადია მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.