სერგო ჩიხლაძე: შეთანხმების დოკუმენტში, შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ხუთივე პუნქტი უნდა აისახოს

სერგო ჩიხლაძე: შეთანხმების დოკუმენტში, შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ხუთივე პუნქტი უნდა აისახოს

პოლიტიკური დიალოგის წარმართვისთვის მხარეთა პოზიციები შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ისაუბრა.

„ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ დიპლომატებთან და მათი პოზიციაც არის, რომ ხუთივე პუნქტი, რომელიც ჯერ კიდევ შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ არის ხელმოწერილი, ხუთივე პუნქტი უნდ იყოს ასახული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებამდე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.