დავით ზარდიაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების შედარება ნაცებთან არც კი შეიძლება. ისინი უდავოდ, ბოროტმოქმედნი იყვნენ

დავით ზარდიაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების შედარება ნაცებთან არც კი შეიძლება. ისინი უდავოდ, ბოროტმოქმედნი იყვნენ

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

"ნამახვანის ინციდენტი" საერთოდ არ შეგვექმნებოდა, რომ:

  1. მიწის საკითხი იყო ქვეყანაში გადაწყვეტილი, რადგან ის მიწა, რომელზედაც ჰესის აშენებაა განზრახული სახელმწიფოსი კი არა, არამედ, საუკეთესო შემთხვევაში უკვე მუნიციპალური საკუთრებისა და სათემო სარგებლობისა იქნებოდა, ანდა - შესაძლებელია, ვინმე გამრჯე ქართველისა, კერძო. ხოლო ინვესტორი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, არა "ძლიერთა ამა ქვეყნისათა, რომელნი არს ესე პოლიტიკანნი", კი არ დაიჭერდა თავიდანვე საქმეს, არამედ იმათთან, ვინაც ჯერ არს იყოს ამ მიწის ნამდვილი და სამართლიანი პატრონი;
  2. ადგილობრივი თვითმმართველობა რომ გამართული იყოს, მუნიციპალური პოლიტიკა უკვე იარსებებდა და მაშასადამე, ჰესის საკითხი არა თუ ვერ გადაწყდებოდა, იმთავითვე დღის წესრიგშიც კი არ დადგებოდა ადგილობრივი საზოგადოების - უწინარესად იმ სასოფლო თემების, ვის ტერიტორიაზეც ეს ჰესი უნდა აშენდეს, ინტერესების უპირობოდ პრიორიტეტულობის გარეშე;
  3. ენერგეტიკული პოლიტიკა რომ სისტემური იყოს, ქვეყანას იმთავითვე მყარად და მკაფიოდ ეცოდინებოდა, ღირს თუ არა გიგანტური ჰესების მშენებლობა, რა სარგებელი და რის ფასად, მოაქვს ასეთ ენერგეტიკულ სტრატეგიას, არის თუა არა ეს ეროვნულ ინტერესებში და აქვს თუ არა მას რაიმე ღირებული ალტერნატივა.

არც ერთი გვაქვს, არც მეორე და არც მესამე. სამაგიეროდ, ამიტომაცა  გვაქვს ინტერესთა მუდმივი კონფლიქტი მოსახლეობასა და მთავრობებს შორის, რასაც 30 წელია, ბოლო არა და არ  უჩანს! მიუხედავად იმისა, რომ, რასაკვირველია -  დღევანდელი ხელისუფლების შედარება ნაცებთან არც კი შეიძლება. ისინი უდავოდ, ბოროტმოქმედნი იყვნენ. ხოლო ესენი ვერ არიან ისეთი ძლიერნი და გამბედავნი, მათი ბოროტმოქმედება გაასწორონ, სამართლიანობას გაამარჯვებინონ და მაშასადამე, ეს სამი, ზემოთ მოყვანილი  აუცილებელი პირობა, ჯერ ერთხელ და სამუდამოდ დაადგინონ, დააკანონონ და მერე ურყევად დაიცვან“!