პსჟ-ში მბაპეს შემცვლელს ეძებენ და სამი ვარიანტი აქვთ

პსჟ-ში მბაპეს შემცვლელს ეძებენ და სამი ვარიანტი აქვთ

„პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობა კილიან მბაპეს გუნდიდან შესაძლო წასვლისთვის ემზადება. Telefoot-ის ცნობით, მხარეები კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს ისევ აწარმოებენ, მაგრამ შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.

აქედან გამომდინარე, პსჟ-ში არაფერს გამორიცხავენ, რადგან მბაპეს ხელშეკრულება 2022 წელს იწურება და თუ ის არ განახლდება, მაშინ კლუბი იძულებული იქნება დამდეგ ზაფხულს წინადადებები განიხილოს.

პარიზელები მბაპეს შემცვლელსაც ეძებენ და როგორც ზემოხსენებული გამოცემა იტყობინება, რამდენიმე ვარიანტიც აქვთ - „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, „ტოტენჰემის“ ლიდერი ჰარი კეინი და „ლივერპულის“ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენმა“ 2017 წელს „მონაკოდან“ დაიმატა. ფრანგი შემტევით ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენს.