სარა ჯესიკა პარკერი Sex And The City-ის ახალი სეზონისთვის ემზადება – 56 წლის ვარსკვლავი საკუთარ ბუტიკში შოპინგობს

სარა ჯესიკა პარკერი Sex And The City-ის ახალი სეზონისთვის ემზადება – 56 წლის ვარსკვლავი საკუთარ ბუტიკში შოპინგობს

Candace Bushnell-ის 1977 წლის წიგნის ადაპტაცია “სექსი დიდ ქალაქში”, მრავალი ემის ჯილდოს და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული სერიალია, HBO-ს ამერიკული სატელევიზიო პროექტი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ჩაცმის, დახვეწილი სტილის და გემოვნებიანი ქალბატონების ასოციაციას დღემდე ქმნის. სერიალის მთავარი პერსონაჟი ქერი ბრედშოუ საზოგადოებაში ხშირად განიხილება, როგორც 90-იანი წლების საკულტო ჩაცმულობების და ყველაზე განსხვავებული სტილის მქონე ქალბატონი, რომლის როლსაც სარა ჯესიკა პარკერი ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ეკრანებს უბრუნდება. რომანტიკული კომედიის უახლეს სეზონს მაყურებელი ძალიან მალე იხილავს.

55 წლის ამერიკელი მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი გასულ დღეს საკუთარ ბუტიკში შენიშნეს.

როგორც იცით შემსრულებელს საკუთარი ბრენდი აქვს SJP by Sarah Jessica Parker, რომლის მაღაზიაც მანჰეტენზე მდებარეობს.