„ელ კლასიკო“ მესისა და რონალდოს გარეშე

„ელ კლასიკო“ მესისა და რონალდოს გარეშე

რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” სენსაციური ცნობა გაავრცელა.

ხვალ, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მორიგი „ელ კლასიკო“ გაიმართება.

ესპანეთის საფეხბურთო პირველობის მორიგ ტურში, ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.

ცნობილი გახდა, რომ მადრიდული გუნდის პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო თანამემამულე კრიშტიანო რონალდოს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის შემოინახავს. მომავალ კვირას „რეალი“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

რონალდოს გარდა, კატალონიელებთან დაპირისპირებას რაფაელ ვარანი, ხაბი ალონსო, მესუთ იოზილი, გონსალო იგუანი და ანხელ დი მარია გამოტოვებენ.

საინტერესოა, რომ „ბარსელონას“ ბანაკიდან გამოსული ინფორმაციით, ხვალინდელ მატჩს არგენტინელი ლეო მესიც დააკლდება. დიეგო მარადონას თანამემამულე გაციებულია და გრიპის ვირუსით იტანჯება.

„ბარსელონას“ ექიმების მტკიცებით, ხვალ საღამომდე მესი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს და მას „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე ვერ ვიხილავთ.