საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ავსტრალიელები მსოფლიოში დალევისა და გართობის მოყვარულებად არიან ცნობილი.
ცოტა ხნის წინ „მწვანე კონტინენტის“ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ხალხს შორის ყველაზე მეტი მათ თანამემამულეებს სძინავთ.
აღმოჩნდა, რომ ავსტრალიელთა მეოთხედი ღამის ათ საათზე უკვე სიზმრებშია და მოსახლეობის თითქმის მესამედს დღე-ღამეში 9 საათზე დიდი ხნის მანძილზე სძინავს.
ძილის მიხედვით, ყველაზე ცუდ დღეში იაპონელები არიან - მოსახლეობის 41 პროცენტი იძულებულია, 6 საათი ან ნაკლები იძინოს. ყველაზე გვიან დასაძინებლად პორტუგალიელები მიდიან - მოსახლეობის სამი მეოთხედი შუაღამემდე არ იძინებს, ხოლო 28 პროცენტი ღამის პირველ საათამდე ფხიზლობს.
დიდ ბრიტანეთში შუაღამემდე მოსახლეობის მეოთხედს არ სძინავს, ხოლო 57 პროცენტი იძულებულია, დილით 7 საათამდე გამოძვრნენ საწოლებიდან.
საინტერესოა, რომ „ღამურებიც“ და „ტოროლებიც“ ძირითადად აზიის ქვეყნების წარმომადგენლები არიან: კორეელების, ტაივანელების და ჰონკონგის მოსახლეობის ორი მესამედი 12 საათამდე არ იძინებს, ხოლო ვიეტნამელებისა და ინდონეზიელების 90 პროცენტი დილით 7 საათამდე დგება.
ევროპაში „ღამურები“ ძირითადად, სამხრეთის ქვეყნებში ცხოვრობენ. ყველაზე კეთილსინდისიერი „ტოროლები“ კი - ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობაა.