ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე, 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში, ATP რეიტინგის 41-ე ჩოგანი, გერმანელი იან ლენარდ შტრუფი 3 სეტში, 7-5, 4-6, 6-3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
სადაც ATP რეიტინგის 57-ე ჩოგანს, სერბ ლასლო ჯერეს შეხვდება.
ბასილაშვილი კალიარის ტურნირზე, 1/8 ფინალური ეტაპიდან ჩაერთო, სადაც 128-ე ჩოგანი, სლოვაკი იოსეფ კოვალიკი 3 სეტში 4-6, 6-4, 7-5 დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და ლასლო ჯერეს ნახევარფინალური დაპირისპირება, საქართველოს დროით 15:30-ზე, 10 აპრილს გაიმართება.
ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი ჩოგბურთელი, იტალიელ ლორენცო სონეგოსა და ამერიკელ ტეილორ ფრიტცის წყვილში გამარჯვებულს ფინალში შეხვდება.