იტალიურმა სპორტულმა მას-მედიამ გუშინ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„მილანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, 20 წლის თავდამსხმელმა სტეფან ელ-შაარავიმ ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.
ელ-შაარავი სილვიო ბერლუსკონის გუნდში 2011 წლიდან ასპარეზობს. თავდაპირველად ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მოგვიანებით კი ფეხი ძირითად შემადგენლობაში მოიკიდა.
ელ-შაარავის „მილანთან“ გაფორმებული წინა კონტრაქტის მოქმედების ვადა 2017 წლის ზაფხულამდე გახლდათ.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 20 წლის ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება და 800 ათას ევროს მიაღწევს.