გერმანული Bild-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცნობილი კომედიის, „ასტერიქსი და ობელიქსის“ ახალ ეკრანიზაციაში ითამაშებს. როგორც ირკვევა, ფილმში იბრას პერსონაჟს ანტივირუსი ერქმევა, რაც თავად ფეხბურთელმა დაადასტურა საკუთარ Instagram გვერდზე.
ფილმის რეჟისორი ფრანგი გიომ კანეა. რაც შეეხება მსახიობებს, იბრაჰიმოვიჩს პარტნიორობას ისეთი არტისტები გაუწევენ, როგორებიც მერიონ გოტილარდი და ვინსენ კასელი არიან.
ფილმის გადაღებები, რომელიც პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო, ორშაბათიდან დაიწყება.
კინოსურათის სიუჟეტი ჯერ უცნობია, თუმცა, გამოცემის ცნობით, სიტუაცია, ძირითადად, ჩინეთში განვითარდება, გადაღებები კი უმეტესად ფილიპინებში იქნება.