გარდაიცვალა კაცი, რომელიც დიქტატორ ფრანკოსთან მიღებაზე არ მივიდა

გარდაიცვალა კაცი, რომელიც დიქტატორ ფრანკოსთან მიღებაზე არ მივიდა

7 აპრილს, 81 წლისა გარდაიცვალა ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, ანტონიო კალპე. El Pais-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „გარდაიცვალა ანტონიო კალპე, ფეხბურთელი, რომელიც ფრანკოსთან მიღებაზე არ მივიდა.“

გაზეთი 1966 წლის ისტორიას იხსენებს, როცა ჩემპიონთა თასის ფინალში „რეალმა“ „პარტიზანი“ დაამარცხა (2:1) და მეექვსედ დაეუფლა პრესტიჟულ პრიზს. კაპიტანმა ინასიო ზოკომ თანაგუნდელებს განუცხდა, რომ ქვეყნის მმართველთან, დიქტატორ ფრანკოსთან უნდა მისულიყვნენ საზეიმო მიღებაზე. ყველა სიხარულით დათანხმდა კალპეს გარდა. მოგვიანებით მან თქვა: ვერაფრით მივიდოდი, ოჯახს ვერ გავანაწყენებდიო.

კალპე „რეალის“ დაცვაში 1965-71 წლებში თამაშობდა. სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 1966 წელს კი ჩემპიონთა თასს დაეუფლა.