გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
ლიდერების, დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის გარეშე „ინდიანამ“, „მინესოტა“ 4-ქულიანი სხვაობით, 141:137 დაამარცხა. საკადრო პრობლემების გამო კი ბითაძემ თამაში სასტარტოში დაიწყო და 25 წუთში, 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მას ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს და ორჯერ დაჯარიმდა.
23 მოგებითა და 27 წაგებით „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას 21 წლის ქართველი კალათბურთელი და მისი თანაგუნდელები 10 აპრილს სტუმრად „ორლანდო მეჯიქთან“ გამართავენ.