გოგა ბითაძის ნაყოფიერი წუთები: 6 პასი და და 3 დაფარება

გოგა ბითაძის ნაყოფიერი წუთები: 6 პასი და და 3 დაფარება "ჩიკაგოსთან!"

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და 97:113 დამარცხდა. მატჩის ბედი მეორე და მესამე პერიოდებში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა საბოლოო ჯამში 21 ქულით მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა 18:39 წუთი ითმაშა და ხსენებულ დროში 4 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში), 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ჩიკაგოს“ ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც 32 ქულა, 17 მოხსნა, 5 პასი დააგროვა და თავის გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ინდიანა პეისერსს“ 22 გამარჯვებით და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, „მინესოტასთან“ გამართავს.