7-მატჩიანი წაუგებელი სერია სანკტ-პეტერბურგში შეწყვიტა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ. არმიელები VTB-ლიგის მორიგი ტურის სათამაშოდ „ზენიტს” ესტუმრნენ და 4 ქულის სხვაობით – 77:81 დამარცხდნენ.
სანკტ-პეტერბურგელები თავიდანვე 14:0 დაწინაურდნენ და ბოლო მეოთხამდე წინ იყვნენ. ბოლოს ცსკა ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.
თორნიკე შენგელიამ 23:38 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. VTB ლიგაში ცსკა 15-6 ბალანსით მე-3 პოზიციაზეა და 11 აპრილს ყაზახურ ასტანას მასპინძლობს.