„ინტერი“ კონტეს ხელშეკრულებას გაუგრძელებს

„ინტერი“ კონტეს ხელშეკრულებას გაუგრძელებს

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, კლუბში მუშაობას კიდევ რამდენიმე წელიწადს გააგრძელებს - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

წყაროს ინფორმაციით, „ინტერის“ ხელმძღვანელობა დიდად ყოფილა დაინტერესებული სპეციალისტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით. ამ შემთხვევაში კონტეს წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევროდან ავტომატურად 13,5 მილიონი გახდება.

მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის.

კონტემ „ინტერი“ 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში, სერია A-ს დამთავრებამდე 10 ტურით ადრე, 68 ქულით გუნდი პირველ ადგილზეა და 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ თანაქალაქელ „მილანს.“