ლეგენდარული კალათბურთელი პოლ პირსი ESPN-დან სტრიპტიზიორებთან გართობის გამო გაათავისუფლეს.
43 წლის ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა სოციალურ ქსელში ჩართო პირდაპირი ეთერი, სადაც კარგად ჩანდა, როგორ ერთობა ის ნახევრადშიშველ გოგოებთან ერთად. სვამს ალკოჰოლს, პოკერს თამაშობს და მარიხუანას ეწევა.
ამ ამბავმა სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ESPN-ის ხელმძღვანელები იძულებულნი გახდნენ, ექსპერტად მომუშავე ყოფილი კალათბურთელი დაეთხოვათ.
პირსმა ტელევიზიაში მუშაობა 2017 წელს, კარიერის დასრულებისთანავე დაიწყო და NBA Countdown-ის, The Jump-ისა და სხვა ცნობილი გადაცემების თანაწამყვანი იყო.