ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებს

ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებს

კორონავირუსის ეპიდემიის რისკის გამო, ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სპორტის მინისტრმა განაცხადა.

დღეს გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, მონაწილეობა არ მიიღოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენების კოვიდ-19-ით გამოწვეული ჯანდაცვის მსოფლიო კრიზისისგან დაცვის მიზნით.

20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ოლიმპიადა წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.