გოგა ბითაძემ 14 წუთი შესანიშნავად გამოიყენა და კარგ ფორმაშია

გოგა ბითაძემ 14 წუთი შესანიშნავად გამოიყენა და კარგ ფორმაშია

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „სან ანტონიო სპურსი“ დაძაბულ ბრძოლაში, 139:133 დაამარცხა. სხვათა შორის, თამაშის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 13:7 მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელმა მორიგი ნაყოფიერი თამაში ჩაატარა, როგორც ამას ბოლო ხანებში შეგვაჩვია. გოგამ 14:37 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ოთხჯერ კი დაჯარიმდა. ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

საინტერესო და საგულისხმოა რომ, როდესაც პარკეტზე ბითაძე იყო, ის მონაკვეთი ინდიანაპოლისელებმა 19 ქულით მოიგეს, რაც ქართველი ცენტრის ეფექტურობაზე მიანიშნებს.

„ინდიანამ“ ამ გამარჯვებით 3-მატჩიანი წაგებების სერია დაასრულა. „პეისერსს“ 22 გამარჯვების საპირწონედ 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.