გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ისევ ლაზარეთში აღმოჩნდეს

გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ისევ ლაზარეთში აღმოჩნდეს

გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ისევ ლაზარეთში აღმოჩნდეს. ბელგიური Voetbalnieuws-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ტალანტმა გუნდის უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებში თამაში მოახერხა, და ამით ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა, ირკვევა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმამ ისევ შეახსენა თავი.

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვანჰაზებრუკმა განაცხადა, რომ მომდევნო მატჩისთვის გუნდის სამზადისს, ჩაკვეტაძე მხოლოდ გუშინ შეუერთდა და ჯერჯერობით ისევ უცნობია შეძლებს თუ არა 4 აპრილს, „სტანდარტთან“ თამაშს.

ქართველი ტალანტი, ბელგიურ კლუბს, 2017-2018 წლების სეზონში, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო 3 სეზონში, მხოლოდ 66 მატჩი ჩაატარა, თავი კი შვიდჯერ გამოიჩინა.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი არ გაუტანია. 21 წლის ფორვარდმა, ამჟამინდელი კლუბის მაისურით უკანასკნელი ოფიციალური მატჩი, 2020 წლის 4 ოქტომბერს „ბეერსხოტის“ წინააღმდეგ ჩაატარა, მას შემდეგ რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა თუმცა, ტრავმის სიმძიმის გამო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნებას.