ლიოვმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციური წაგების მიზეზი ახსნა

ლიოვმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციური წაგების მიზეზი ახსნა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა, ჟურნალისტებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის (1:2) მიზეზი აუხსნა.

„ეს დიდი გაწბილებაა. დაღლილებად გამოვიყურებოდით. ნელა ვაგორებდით ბურთს, თავდაჯერება გვაკლდა. დაცვაშიც ვცოდავდით. მომენტების რეალიზაცია ხომ ბოლო დროს პრობლემად გვექცა, ამჯერად კი თავდამსხმელების უზუსტობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.“ - ციტირებს გერმანელი სპეცილაისტის სიტყვებს Bild.

სამი ტურის შემდეგ J ჯგუფს მაქსიმალური 9 ქულით სომხეთის ნაკრები ლიდერობს. ჩრდილოეთ მაკედონიასა და გერანიას 6-6 ქულა მოუგროვდათ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.