ჯურჯალი

ჯურჯალი

ძროხისა და ღორის ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად და წყალსა და ცოტაოდენ ძმარში ერთად მოვხარშოთ საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე.

 

როდესაც ხორცი  მოიხარშება, წვენი გადმოვასხათ ცალკე ქვაბში და ამავე წვენში მოვთუშოთ ხახვი. შემდეგ, ეს მასები (წვენში მოთუშული ხახვი და ხორცი) შევაერთოთ და დავამატოთ ნიორი, ქონდარი, მარილი და პილპილი.

 

ინგრედიენტები:

 

1 კილო ძროხის ხორცი,

0.5 კილო ღორის ხორცი,

200 მლ წყალი,

1 სუფრის კოვზი ძმარი,

0.5 კილო ხახვი,

200 გრამიანი ჭიქა კოწახური,

ნიორი,

ხმელი ქონდარი,

პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.