ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიური „პორტუ“ და ლონდონის „ჩელსი“ ნეიტრალურ სტადიონზე დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით ორივე შეხვედრა ერთ არენაზე ჩატარდება.
„პორტუ“ „ჩელსის“ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე“ დაუხვდება და საპასუხო მატჩშიც ინგლისური გუნდი ნომინალური მასპინძელი ამ სტადიონზე იქნება. მიზეზი ცხადია, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია.
შეგახსენებთ, „პორტუსა“ და „ჩელსის“ მატჩები 7 და 13 აპრილს გაიმართება.