საქართველო-ესპანეთის საფეხბურო მატჩის შემდეგ, მსოფლიოს საფეხბურთო მარკეტზე ხვიჩა კვარაცხელიას ცნობადობა ერთიორად გაიზარდა.
ამას ისიც მოწმობს რომ, ცნობილ სპორტულ სააგენტო: transfermarket-com-ზე, ხვიჩა კვარაცხელია, ნორვეგიელ ერლინგ ჰალანდთან და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, დღევანდელი დღის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია.
ამავე პორტალის მიხედვით, კვარაცხელიას ფასი 10 მილიონი ევროა. ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად რუსულ საფეხბურთო კლუბ: ყაზანის „რუბინში“ ირიცხება. რომელსაც 2019 წელს, მოსკოვის ლოკომოტივიდან“ შეუერთდა. რუსეთის პრემიერ ლიგის“ მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე, 20 შეხვედრაში, 3 გოლია.
28 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 2-1 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მხრიდან საუკეთესოდ, 20 წლის ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. რომელმაც მატჩში, ქართველების ერთადერთი გოლი გაიტანა. გარდა გოლისა, კვარაცხელია შესანიშნავი დრიბლინგებითაც გამოირჩა და მატჩის შემდეგ, ესპანელთა დამრიგებლის ლუის ენრიკეს შექებაც დაიმსახურა. „ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ“, – განაცხადა ესპანელთა თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.