ქვეყანა ახალი შეზღუდვებისკენ მიჰყავთ - ბიზნესი უკვე შეშფოთებულია

ქვეყანა ახალი შეზღუდვებისკენ მიჰყავთ - ბიზნესი უკვე შეშფოთებულია

ჯერ კიდევ ძალაში დარჩენილ შეზღუდვებს შესაძლოა, რაღაც ახლო პერიოდში დამატებითი რეგულაციები დაემატოს, რასაც არც ჯანდაცვის მინისტრი და არც ინფექციონისტები არ გამორიცხავენ. მესამე ტალღასა და ახალ ლოქდაუნზე ისეთი სისწრაფით მოუხშირეს ლაპარაკს, რომ ბიზნესი უკვე შეშფოთებულია. ქვეყანაში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე კვირაა არ გაზრდილა და დაბალ ნიშნულზეა, რატომღაც ისევ შეზღუდვებზე საუბრობენ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოულოდნელად განაცხადა, რომ საქართველოში არსებობს სამი რეგიონი, რომელიც, შესაძლოა, „წითელ ზონად“ გამოცხადდეს.

„ესაა გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ან ვაქცინა, ან მკაცრი შეზღუდვები.

„მივმართავ მოსახლეობას, ვაქცინაციაზე უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობს. „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა ეს განცხადება. ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრი, მეტი რა ვქნათ?!

მოსახლეობას მივმართავ, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიაში, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე, ეს ორი რამ შეუთავსებელია, როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ან - მეორე.

ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და ლოქდაუნების შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, - განაცხადა ცერცვაძე.

მესამე ტალღასა და ახალ ლოქდაუნზე ისეთი სისწრაფით მოუხშირეს ლაპარაკს, რომ ბიზნესი უკვე შეშფოთებულია. საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე პირდაპირ ამბობს, რომ ზოგიერთი დარგები მორიგ გაჩერებას ვეღარ გაუძლებს.

„ზუსტად ვიცი, რომ იქნება კონკრეტული სექტორები, რომლებიც მორიგი შეზღუდვის შემდეგ ქვეყანაში, უბრალოდ, აღარ გვექნება. ასეთია სარესტორნო ბიზნესი, ტურისტული სექტორი, საცალო გაყიდვები, სადაც ფიზიკური კონტაქტის გარეშე შეუძლებელია გაყიდვის სასურველი ოდენობის მიღწევა.

ჯერჯერობით, საგანგაშო ციფრები არ გვაქვს, თუმცა უნდა არსებობდეს გზამკვლელი. თუკი ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000-ს ასცდება, მაშინ დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ შეზღუდვებს. ეს რიცხვები თავისთავად იქნება ინდიკატორი იმისა, რომ კომპანიები მზად იქნებიან, რაღაც შეზღუდვების დაწესებისთვის.

რაც შეეხება კომენდანტს. საღამოს 7-8 საათებში, ავტობუსებით მგზავრობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ტრანსპორტი ძალიან გადატვირთულია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ ამ კუთხით რა უფრო მომგებიანია, კომენდანტი ერთი საათით გადაიწიოს და შესაბამისად, ტრანსპორტი განვტვირთოთ და ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსი გვქონდეს, თუ ასე გაგრძელდეს და ავტობუსები იყოს კორონავირუსის გავრცელების კერა?!“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

trampi მაგ ვაქცინებით ჯერ ნაცები აცერით....მაგათ ეჩქარებოდათ მაგ ვაქცინების შემოტანა....
ეგენი იყვნენ ყოველდღე რომ გაიძახოდნენ--- აი ვაქცინა ვერ შემოიტანეს, აი ვაქცინა ვერ შემოიტანესო.
.ლელოდან ჩიხლაძე და ბუაძე .....ნაცებიდან კიდევ სამადაშვილის და ბოკუჩავას თამადობით ყველა
.ეგე ეხლა შემოიტანეს .....ჰოოოდა ჯერ ეგენი აცერით
3 წლის უკან
leviko ყველაზე ბევრს ეგენი დარბიან აქციებზე ეს ნაცები და მაგათ სწირდებათ დაცვა
3 წლის უკან
trampi ეს ნაცები პაკაზუხაზე(სამარიაჟოდ) რომ გაიძახოდნენ--- არიქა ვაქცინა ვაქცინაო..... აიცრან რაღას უყურებენ?/ ჩამოიტანეს უკვე
ხო უნდოდათ ვითომ აცრა ?.......არააა??
აბა რაღაზე ყვიროდნენ??/
ააააა............ ხაჭაპურიი ხოჩეეეს ?? ეგ ვიცით....მაგათი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია მოვიცვალეთ
3 წლის უკან