გუშინ გამოცემა „Goal.com” ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაც ფაბიო კაპელოს ესაუბრა.
რუსეთის ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში სამუშაოდ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.
“ინგლისის პრემიერლიგა უძლიერესი ტურნირია. ინგლისური კლუბებისგან შემოთავაზებებს სიამოვნებით მივიღებ. მე და ჩემს მეუღლეს დიდი ბრიტანეთი მოგვწონს და იქ დაბრუნებაზე ვოცნებობთ.
გარდა ამისა, მომბეზრდა ის, რომ რუსეთში, სტადიონები სანახევროდ ივსება. მიყვარს, როდესაც ტრიბუნები სავსეა, როგორც ინლისში. დიდ ბრიტანეთში პრობლემები მას-მედიასთანაც არ მექნება.“- განაცხადა ფაბიო კაპელომ.
რუსეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ამჟამინდელი სამუშაოთი დიდი უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიო პირველობის შემდეგ რუსეთს სამუდამოდ თავს დააღწევს.