პურის ფასის შენურჩუნებას მთავრობა შემდეგ თვეებშიც გააგრძელებს

პურის ფასის შენურჩუნებას მთავრობა შემდეგ თვეებშიც გააგრძელებს

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, სავარაუდოდ, გაგრძლდება. მთავრობა გადაწვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. ხორბალზე მაღალი ფასი კიდევ 2 თვე შენარჩუნდება და მერე გაიაფება უნდა დაიწყოს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ხორბლის მარაგზე და პურის ფასზე გაამახვილა. მან საზოგადოებას დამაიმედებელი ინფორმაცია მიაწოდა.

„ხორბლის მაღალი მარაგების შენარჩუნებამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ზაფხული და შემოდგომა გაგვევლო ისე, რომ ყველა სხვა დამხმარე თუ ძირითადი ნედლეულის გაძვირების პირობებში, არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა, თუმცა მოგვიწია სუბსიდირება. ვფიქრობ, ეს ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი იყო სოციალურად ნაკლებად დაცული ადამიანისთვის პურის ფასის შესანარჩუნების მიზნით“, - განაცხადა დავითაშვილმა და კონკრეტული მონაცემებიც მოიყვანა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს საშუალო მარაგი და ფაო-ს რეკომენდაცია 90 000 ტონამდე ხორბლის რეზერვს ითვალისწინებს, რაც არის 2 თვის მარაგი. ამჟამად კი ქვეყანას, თითქმის, 3 თვის მარაგი, ანუ 115 00 ტონა ხორბლის მარაგი აქვს, რაც იძლევა სტაბილურობის შესაძლებლობას.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მთავრობასთან ინტენსიურად მიმდინარეობს. იგი მარტის ბოლოს უკვე სრულდება და გადაწყვეტილება ამ საკითხზე, რამდენიმე დღეში კვირაში გახდება ცნობილი. ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან სილაგავას განმარტებით, პროგრამის გარეშე პურზე ფასის შენარჩუნება გაჭირდება და პური, სავარაუდოდ, 20 თეთრით გაძვირდება.

პურზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად სახელწიფო ერთ ტომარა ფქვილს ამ ეტაპზე 15 ლარით ასუბსიდირებს. ამ ნაბიჯის გადადგმა მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფქვილის ფასმა 53-ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. თავდაპირველად, საბაზრო ფასი 61-დან 65 ლარამდე მერყეობდა ამჟამად კი - 68 ლარია.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე გაძვირების საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავს. ამის იმედს მას სუბსიდიის მექანიზმი აძლევს. დოლიძის ინფორმაციით, პროგრამა, სავარაუდოდ, გაგრძელდება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას პური არ გაუძვირდეს.

„სუბსიდია რომ მოიხსნას, პური 20 თეთრით გაძვირდება. ეს არის თვითღირებულების ნამატი და მაღაზია რას იზამს, ვერ გეტყვით. მთავრობა ამას ჯერჯერობით არ დაუშვებს, თუნდაც პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. სუბსიდია გაგრძელდება როგორც ეს სხვა ქვეყნებში კეთდება, მათ შორის, მეზობელ რეგიონებში.

ამასობაში ახალი მოსავლის პერიოდიც მოდის, გარკვეული რაოდენობა დასაწყობებულია, რაც გვაფიქრებს, რომ ფქვილი არ უნდა გაძვირდეს. ყველა ძველ ნაშთებს ყიდის და ახალი სეზონისთვის ემზადება, ამ დროს ფასის ზრდას საერთოდ გამოვრიცხავ“, - აღნიშნა დოლიძემ.

დღესდღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარია, თუმცა შეიძლება ოდნავ კიდევ გაიზარდოს, დაახლოებით 2 თვეში შემდეგ კი შემცირებას დაიწყებს, რადგან მსოფლიოში ახალ მოსავალს ელიან და ძველი მარაგებისგან გათავისუფლების პროცესი მაისიდან დაიწყება.