პირველობაზე მეოცნებენი

პირველობაზე მეოცნებენი

წლის ბოლო ახლოვდება და 2010-ის შემაჯამებელი შეფასებები უკვე იწყებს გამოჩენას. მაგალითად amazon.com-ის და iTunes-ის 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომების სია უკვე დიდ აჟიოტაჟს იწვევს მკითხველებში. არა შეფასებების, არამედ მათ შორის არსებული დიდი განსხვავების გამო.

თუკი iTunes-ის მიხედვით პირველი ადგილი ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში ემინემმა დაიკავა დისკით "Recovery", amazon.com-მა ეს სტატუსი ტეილორ სვიფტს არგუნა სიდისათვის "Speak Now".

ბედის ირონიაა, თუ საბედისწერო დამთხვევა, ეს თქვენ შეაფასეთ, მაგრამ, ფაქტია - "Recovery" "ამაზონის" რეიტინგში მეხუთე პოზიციას იკავებს. იგივე პოზიციაზეა ტეილორი "აიტიუნზის" რეიტინგში.

თუკი iTunes-ი მესამე პოზიციას ლედი გაგას აკუთვნებს ალბომისათვის "The Fame" , amazon.com-ი საერთოდ არ ახვედრებს გაგას ოცეულშიც კი. სამაგიეროდ, შადესა და ლედი ანტებელუმს ორივე ოცეულში გამოუძებნეს ადგილი.

რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად სინგლებს - “აითიუნზმა“ Train-ის "Hey Soul Sister" დაასახელა, "ამაზონმა" კი კეიტი პერისა და სნუპის დუეტი - "California Gurls". 

ჟურნალ "Billboard-ის" მონაცემებით, წლის ყველაზე წარმატებული 3 ალბომი შემდეგია - ემინემის "Recovery", ლედი გაგას "The Fame" და ტეილორ სვიფტის "Speak Now".

Musicbox