ინვესტიციების კლებამ წარმოუდგენელი ვარდნა აჩვენა. მართალია, 2020 წელი ყველა თვალსაზრისით კრიზისული იყო, მაგრამ 15-წლიან მინიმუმამდე დაცემა მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 52.9% ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
ცალკეული სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 400 მილიონი დოლარი საფინანსო სექტორში ჩაიდო, მეორე ადგილზეა სამთო მოპოვება 100 მილიონით, მესამეზე უძრავი ქონება 71.8 მილიონი დოლარით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციბის სახით შემოსული 616.9 მილიონი დოლარიდან, 400 მილიონი დოლარი საფინანსო სექტორში ჩაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა ქვეყანამ რაიმე პროდუქცის წარმოებისთვის ვერ გამოიყენა. მაგალითად, 400 მილიონი ამერიკული ფული ვერ მოხმარდა სოფლის მეურნეობას, წარმოებას, თუნდაც ვაჭრობას და ა.შ.
სპეციალისტები არსებულ გარემოს აფასებენ. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, ინვესტორი ეძებს მშვიდ, პროგნოზირებად გარემოს, რაც საქართველოში ახლა არ არის. ამიტომაც შედეგიც შესაბამისია.
„ძალიან მარტივია, ინვესტორი ეძებს მშვიდ, პროგნოზირებად გარემოს. ინვესტორი არ არის ვიღაც გზასაცდენილი ადამიანი, ის არის ჭკვიანი მოქალაქე, რომელმაც თავის ქვეყანაში იშოვა ფული, ახლა ცდილობს გაზარდოს ბიზნესი. ჩემი პრაქტიკის მანძილზე, რამდენ ინვესტორთანაც მქონია საქმე, ჩვენი შეთავაზების შემდეგ, პროექტების განხილვის შემდგომ ისინი აქტიურად ესაუბრებიან ხოლმე თავიანთი ქვეყნების საელჩოებს, რომელთა პირდაპირი ფუნქციაა, რომ მიაწოდონ ინფორმაცია. ჩემი განცდით, საელჩოსთან პირველივე ინტერაქციით სრულდება ხოლმე ოცნებები საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
მიუხედავად სტაბილური ან არასტაბილური გარემოსი, მთავრობამ ინვესტორებს მაინც უნდა შეუქმნას შესაბამისი გარემო.
„ინვესტორს რაღაც მოლოდინი ხომ უნდა ჰქონდეს? მაგალითად ავიღოთ დეველოპერული სექტორი - ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის, რა ვითარება იქნება საქართველოში 3 წლის შემდეგ? ან ლარს რა კურსი ექნება? გვეუბნებიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ჩვენზე უარესი მდგომარეობაა და ინვესტიციებს დებენო, მაგრამ მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი.
ჩემი პოზიციაა, ვიმსჯელოთ კონკრეტულ პროქტებზე. ჩვენ ხომ ძალიან მაგრები ვართ სადღეგრძელოებში? გადავაქციოთ სადღეგრძელო ბიზნეს გეგმად, არ შეიძლება „გაუმარჯოს“ ძახილით ვიაროთ ერთ წრეზე, 30 წელი. განვიხილოთ კონკრეტული პროექტები; საქმეებზე ვისაუბროთ და არა იმაზე, მე ჰესს ავაშენებ-არ ავაშენებ და ა.შ.“, - განაცხადა „საქმის კურსში“ როსტომაშვილმა.
ექსპერტების ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას პანდემიასაც უკავშირებს, თუმცა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ფიქრობენ, რომ ეს პროცესი 2020 წელს არ დაწყებულა და იკვე მეექვსე წელიწადი გრძელდება. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში სახეზეა 20-ზე მეტი მსხვილი დაპირებული და შეუსრულებელი სატრანპორტო პროექტი. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო სტრუქტურაში ტრანსპორტში განხორცილებეული ინვესტიციები 2015 წლიდან 2020 წლამდე 35%-დან 2%-მდე შემცირდა.
ცაგარეიშვილი ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ღიად აღიარებს სატრანსპორტო დერეფანს და სატრანპორტო ლოგისტიკური სფეროს განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად, მეორე მხრივ, აპაუზებს დაანონსებულ სატრანსპორტო პროექტებს, რაც იწვევს ამ სფეროში ინვესტიციების კატასტროფიულ შემცირებას.
კაცო შენ ჭურში ზიხარ, თუ უცხოპლანეტელი ხარ?!
რა ინვესტიცია, რისი სამუშაოები შესრულდება სიკვდილის შიშით?
ეს და ყველა ამგვარი სტატია არადროულად მიმაჩნია!