ნუცუბიძეზე გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა, სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლადო ვარძელაშვილის ბინაში მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
როგორც Facebook-ის "პირველი რადიოს" გვერდზეა ნათქვამი, გავრცელებული ინფორმაციით, ლადო ვარძელაშვილის და ირინა ონაშვილის სახლში მისი მეგობრები ერთ-ერთი მეგობრის საბერძნეთიდან დაბრუნებას აღნიშნავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
დაჭრილმა ეზომდე ჩამოსვლა მოახერხა, თუმცა იგი ეზოში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. ტყვიამ 45 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საბერძნეთიდან ახალი ჩამოსული იყო და მეგობრის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მის დაბრუნებას აღნიშნავდნენ.
ასევე წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ სტუმარს იარაღი გაუვარდა, რამაც 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ის დაკავებულია.