სუარესი:

სუარესი: "გუნდს დიდი ენთუზიაზმი აქვს და ვაპირებთ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა „რეალთან“მატჩამდე თავის სურვილებსა და ამბიციეზე ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით ყველაფერი სწორედ მადრიდულ დერბიში დაპირისპირების დროს გამოჩნდება.

„ჩვენს გუნდს დიდი ენთუზიაზმი აქვს და ვაპირებთ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ. ვერავინ წაგვართმევს ამ მიზანს და შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ამ კონკურენციის სურვილით ვცხოვრობთ.

რამდენიმე დღეში გაირკვევა, რისი უნარიც გვაქვს. როდესამ მე ამ გუნდში მოვედი ვიცოდი, რომ „ატლეტიკოს“ თასი დიდი ხანი არ ქონდა მოგებული, ამიტომ ამის გაკეთება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილია.

კონკურენტუნარიანობა ყოველთვის იყო ჩემი მიზანი, მინდოდა შედეგების და წინსვლის ჩვენება. ასევე დამემტკიცებინა, რომ მე შემეძლო იმ წინაღობების გადალახვა, რაც დამიწესეს.

ითვლება, რომ ატლეტიკოში რთულია ბევრი გოლის გატანა, მაგრამ გუნდში შეკრებილი ფეხბურთელების ოსტატობის გათვალისწინებით, ეს ადვილი ამოცანა ხდება”, - ციტირებს Mundo Deportivo სუარესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას 58 ქულით „ატლეტიკო“ ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი გუნდი 7 მარტს, თანაქალაქელ მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს, რომელიც 53 ქულით მეორე-მესამე ადგილს „ბარსელონასთან“ ერთად იყოფს.