Queen-მა 50 წლის იუბილეზე სმარტფონებისთვის ახალი თამაში გამოუშვა

Queen-მა 50 წლის იუბილეზე სმარტფონებისთვის ახალი თამაში გამოუშვა

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Queen-მა, რომელიც დაარსების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო.

Universal Music Group-სა და Gameloft-თან თანამშრომლობით ჯგუფმა სმარტფონებისთვის თამაში Queen: Rock Tour გამოუშვა.

მელომანებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი საკონცერტო დარბაზიდან სასურველი აირჩიონ, კონცერტები გამართონ, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაუკრან და Queen-ის ცნობილი კომპოზიციები შეასრულონ. თამაში ხელმისაწვდომია როგორც android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის.