ადამ ლევინი მსახიობი გახდა

ადამ ლევინი მსახიობი გახდა

გამოცემა „Rolling Stones”-ის ცნობით, პოპულარული ამერიკული ჯგუფი “Maroon 5”-ის ლიდერ ადამ ლევინს უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ტელესერიალში გადაიღებენ.

აშშ-ში სერიალი “საშინელებათა ამერიკული ისტორია” გასული წლის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ფილმის შემქმნელების გადაწყვეტილებით,ერთ-ერთ სერიაში ადამ ლევინიც მიიღებს მონააწილეობას.

ჯერჯერობით უცნობია მუსიკოსი რა სახის პერსონაჟს განასახიერებს. ასევე საიდუმლოებით არის მოცული ადამის მომავალი ჰონორარის რაოდენობა.

ფილმის გადამღები ჯგუფი სამუშაო გრაფიკს “Maroon 5”-ის გეგმების მიხედვით შეადგენს. ამ მიზეზის გამო ლევინი ჯგუფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს არ გამოაკლდება.