რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” ფეხბურთელთა „სპეციფიური“ მსოფლიო ნაკრები შეადგინა.
ამ გამოცემამ „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებში ერთგვარი გამოკითხვა მოაწყო, რის შემდეგაც მოთამაშეთა „საინტერესო“ გუნდი ჩამოაყალიბა.
ამ გუნდში ე. წ. „მზეთუნახავები“ შევიდნენ და მომხიბვლელი იერ-სახის მქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტდა,
მანდილოსანთა გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ულამაზესი ფეხბურთელი, პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდოა.
„მზეთუნახავების“ გუნდის მთლიანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია); 2. ფერნანდო ტორესი (ესპანეთი); 3. დავიდ ვილია ( ესპანეთი); 4. მარიო ბალოტელი (იტალია); 5. დიეგო მილიტო (არგენტინა); 6. ედისონ კავანი (ურუგვაი); 7. კაკა (ბრაზილია); 8. ლეო მესი (არგენტინა); 9. დიდიე დროგბა (კოტ დივუარი); 10. რადამელ ფალკაო (კოლუმბია); 11. დევიდ ბექჰემი (ინგლისი).