იტალიური სერია A-ს 23-ე ტურში „კროტონესთან“ გამარჯვების შემდეგ (3:0), „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონობის მოსაპოვებლად.
„მატჩის დროს ცოტას ვნერვიულობდით. ალბათ ეს ბოლოდროინდელი წაგებების ბრალია. გატანილმა გოლებმა კი დაგვაწყნარა. მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ. ყველა, ვინც ლიდერ „ინტერს“ მისდევს ანტაგონისტები არიან. ჩვენც, მათ შორის. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის.“ - ციტირებს პირლოს სიტყვებს DAZN.
ამ მატჩის შემდეგ „იუვენტუსმა“ 45 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.