მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, რომელსაც 8 მარტს 74 წელი უსრულდება, კორონავირუსისგან განიკურნა - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მან ორჯერ გაიარა კორონატესტი და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი დაუდასტურდა. პერესი გუნდთან ერთად არ გაემგზავრება იტალიაში, სადაც „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ელის „ატალანტასთან.“ სამაგიერდ, ის თავის ფეხბურთელებს გაფრენის წინ შეხვდება.
პერესის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ 2 თებერვალს გახდა ცნობილი. ასევე გაცხადდა, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.