სულშერი:

სულშერი: "კავანისთან მოლაპარაკება გვექნება"

"მანჩესტერ უნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ედინსონ კავანისთან გამართულ მოლაპარაკებას დაესწრება და შესაძლოა ურუგვაელი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩეს.

"ერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ კავანი ჩვენთვის ყველაფერს კარგად აკეთებს და მისმა თამაშმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით და დაველაპარაკებით ახლო მომავალზე და ასევე, ვისაუბრებთ ჩვენსა და მის გეგმებზე." - ციტირებს Sky Sports-ი ნორვეგიელის სიტყვებს.

კავანიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის დროს 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი. სამხრეთამერიკელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.