ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შინ წაგებული 2:3-ის შემდეგ, „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„მარცხი, ცხადია, დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრა გველის და ვეცდებით მდგომარეობა გამოვასწოროთ. დორტმუნდში წარმატების იმედით გავემგზავრებით, ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ მათ ჰყავდათ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - ჰოლანდი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა.
რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ახლა წარუმატებლობა უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.“ - ციტირებს ლოპტეგის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.