ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააგრძელებს

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი, ნეიმარი, უახლოეს ხანში კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც 2026 წლამდე იქნება გათვლილი - გვამცნობს Qatar Today.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირში 18 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

ამჟამად ის ტრავმირებულია და „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩიც გამოტოვა, რომელშიც პარიზელებმა კატალონიელები 4:1 დაამარცხეს.