საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმმა როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე მესამე მატჩი გამართა და ბრაზილია - 12:8 დაამარცხა.
დეიან სტანოევიჩის ნაკრებს სამ მატჩში 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პლეი ოფში თამაში გაინაღდა. 3-3 გოლით ნაკრებში საუკეთესოები მარკო ელეზი და ნიკა შუშიაშვილი იყვნენ. მატჩში საუკეთესოდ შუშიაშვილი დაასახელეს.
საქართველოს ნაკრები 18 თებერვალს, საქართველოს დროით 16:00 საათზე ჯგუფის ფავორიტ მონტენეგროს შეხვდება. ოლიმპიურ თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე 11 გუნდი თამაშობს ორ ჯგუფში. 4-4 საუკეთესო პლეი ოფში განაგრძობს ტოკიოს ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას, რომელსაც სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.