ცოტა ხნის წინ პოპულარული ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში ჩაირიცხა. მოთამაშემ ახალ გუნდთან ნახევარწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
გავრცელდა ცნობა, რომ ბექჰემის ოფიციალური დებიუტი დღეს უნდა შემდგარიყო. საფრანგეთის ეროვნული პირველობის 25-ე ტურში, პარიზელები კლუბ „სოშოს“ უნდა დაუპირისპირდნენ.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა რომ კარლო ანჩელოტის გუნდში ინგლისელის დებიუტი ერთი კვირით გადაიდო.
ანჩელოტიმ სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ ფეხბურთელმა უწინდელი სპორტული ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა.
„დევიდი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფება და მომავალი შეხვედრებისთვის სერიოზულად ემზადება. ის ძალიან მოწადინებულია და ვფიქრობ, მომავალ კვირაში მინდორზე გასვლის ნებას დავრთავ. „მარსელთან“ ბექჰემის გამოცდილება ძალიან დაგვჭირდება“ - განაცხადა „პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა.