„ქრისტე პირდაპირ ეუბნება პეტრეს, ანუ ეკლესიას, შენ ხარ კლდე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, ამათ კი „გირჩის“ შეეშინდათ?!“

„ქრისტე პირდაპირ ეუბნება პეტრეს, ანუ ეკლესიას, შენ ხარ კლდე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, ამათ კი „გირჩის“ შეეშინდათ?!“

„ბიბლიური თავისუფლების“ წევრებთან დაკავშირებულ სინოდის განჩინებას ეხმაურებიან თეოლოგები. მათი აზრით, სრულიად გაუგებარია, რატომ ეკრძალებათ ამ ორგანიზაციის წევრებს ზიარება, სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა და მსახურებაში, ნათლობაში, ჯვრისწერაში, შვიდგზის ზეთისცხებაში მონაწილეობა. რეალურად, ეს ორგანიზაცია ხომ მხოლოდ ფორმალური საერო სამართლებრივი თვალსაზრისითაა რელიგიური ორგანიზაცია და სრულებით არ ქადაგებს რაიმე სახის სარწმუნოებას, რომელიც თანხმობაში ან წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან?!

შესაბამისად, ის ახალგაზრდები, რომლებიც მასში მხოლოდ ჯარში გაწვევისგან თავის ასარიდებლად წევრიანდებიან, არ აღიარებენ მართლმადიდებლობისგან რაიმე განსხვავებულ სარწმუნოებას. ამიტომ ისინი ვერ ჩაითვლებიან მართლმადიდებლური საიდუმლოების უარმყოფელებად.

თეოლოგების თქმით, გაუგებარია, ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ათასობით ახალგაზრდა მოიკვეთოს ეკლესიის წიაღიდან, მაშინ, როცა „ბიბლიური თავისუფლების“ მცდელობაა ამ ახალგაზრდების დახსნა ერთწლიანი მონობისგან, რასაც დღევანდელი სავალდებულო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს. სავალდებულო სამსახური არ ემსახურება ახალგაზრდების სამხედრო მომზადებას და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, არამედ წარმოადგენს დაკანონებულ ექსპლუატაციას.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესია ვერ მოკვეთს იმას, ვინც მისიანი არაა. „გირჩმა“ თავისი არჩევანი გააკეთა, როცა შექმნა ალტერნატიული რელიგიური ორგანიზაცია. ამით „გირჩმა“ თქვა, მე არ ვარ ქრისტიანული, მე რაღაც სხვა ვარ. ბიბლია კი აკერიათ პირზე, რომ თითქოს ქრისტიანობასთან ახლოს არიან, მაგრამ ბიბლიას ეყრდნობა ისლამიც, იუდაიზმიც.

„ასეთი ორგანიზაციების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება ეკლესიის რეპუტაციას ლახავს. „გირჩს“ სულ სხვა ამოცანა აქვს და სხვა ამოცანას ახორციელებს, როცა, ვითომდა, რელიგიურ ორგანიზაციას ქმნის. არაფერი რელიგიური ორგანიზაცია ის არ არის. 21-ე საუკუნეში რელიგიური ორგანიზაციები სასაცილოა, რაღა დროს რელიგიური ორგანიზაციებია, პირიქით, იხურება და იხურება ასეთი ორგანიზაციები და სულაც არ ძლიერდება. ამიტომ „გირჩის“ საქციელი პერფორმანსია, ამით „გირჩს“ ყურადღების მიპყრობა და ახალი რეალობის შექმნა სურს. ის, რომ ეკლესიამ ამას უპასუხა, ეს არის უცნაურობა. ეკლესია ძლიერია, ღონიერია, ქრისტე პირდაპირ ეუბნება პეტრეს, ანუ კლდეს, ანუ ეკლესიას, რომ შენ ხარ კლდე და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოგერევიან შენ და ამათ „გირჩის“ შეეშინდათ?!“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.

„გირჩთან“ დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილებას ეთანხმება ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. ის მიიჩნევს, რომ არსებობს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ავტოკეფალურია, ანუ ის არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ეკლესიას. მართალია, რანგით შეიძლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი იდგეს მაღლა, მაგრამ ფაქტია, ოფიციალურად არსებობს 15 მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, მათ შორის, ერთ-ერთია ქართული.

„აქედან გამომდინარე, რელიგიის მიმდევრებად და სასულიერო პირებად შეიძლება მხოლოდ ის ადამიანები მივიჩნიოთ, რომლებიც საპატრიარქოს ექვემდებარებიან. ყველა სასულიერო პირზე ამას ვერ ვიტყვით, რომ ისინი ნამდვილად რელიგიურები არიან, რადგან, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი სასულიერო პირი რელიგიურ კანონებს უგულებელყოფს და სპეკულირებს რელიგიით, მართლმადიდებლობით, ძველი აღთქმით, ახალი აღთქმით, მაგრამ „გირჩის“ მიერ დაფიქსირებული ორგანიზაცია სრული აბსურდია. სასულიერო პირებად ვერ ჩაითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც ჯარში წასვლა და სახელმწიფოს წინაშე ვალდებულების აღება არ უნდათ. ბუნებრივია, ეს ადამიანები სასულიერო ცხოვრებას ვერ განახორციელებენ. შეიძლება, „გირჩი“ ერთ- ერთი პროდასავლური ძალაა, მაგრამ არის რაღაც საკითხები, როცა პოლიტიკური ძალა არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმიანობაში“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge- სთან საუბრისას.

Katana . "თეოლოგების თქმით, (გირჩის მიერ დაარსებული) „ბიბლიური თავისუფლების“ მცდელობაა ამ ახალგაზრდების დახსნა ერთწლიანი მონობისგან, რასაც დღევანდელი სავალდებულო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს."
?
ე.ი. ჩვენ რომ ჯარში სამსახური სამშობლოს სადარაჯოზე ყოფნა და ყველა ახალგაზრდის საპატიო მოვალეობა გვეგონა, ყოფილა "ერთწლიანი მონობა", ხოლო აშორდია გირჩი-ჯაფარიძე, რომელიც მათ ყალბი მოწმობით ჯარიდან თავის არიდების საშუალებას აძლევს, მონათა განმათავისუფლებელი, დიდმოწამე ზურაბი!..

მე რამ დამაინტერესა: ისრაელში, სადაც მხოლოდ ვაჟები კი არა, ქალებიც მიჰყავთ ჯარში, იციან, რომ ეს მონობაა? თუ იქაური თეოლოგები მოსახლეობას უმალავენ ამას?
ნობელიანტების თითქმის ნახევარი ებრაელები არიან და ერთი ზურაბ ჯაფარიძე არ არმოაჩნდა მთელ ერს, რომელიც მათ ახალგაზრდებს ამ საშინელი მონობისაგან დაიხსნიდა!.. (მერე კიდევ იტყვიან, ებრაელები უჭკვიანესი ხალხიაო!).

კარგი, ეკლესიამ გააპროტესტა და არ სცნო აშორდია ზურაბის მიერ მღვდლად კურთხევა რელევანტურად, როგორც ახლა ამბობენ განათლებულიპირები, მაგრამ სახელმწიფოს რომ არავითარი რეაქცია არა ა
3 წლის უკან
Katana . მაგრამ სახელმწიფოს რომ არავითარი რეაქცია არა აქვს, ეს რითი უნდა აიხსნას?
არავის ეჩვენება მთავრობაში, რომ ამ აშორდიას საქციელი ანტისახელმწიფოებრივია და ძალიან დიდ მავნებლობას წარმოადგენს?
საბჭოთა პერიოდში რომ კომისარიატებში ივნენ მოკალათებული კორუმპირებული მოხელეები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყალბი საბუთებით, ჯარიდან ტოვებდნენ ახალგაზრდებს, რითი განსხვავდებოდნენ ამათგან? - მხოლოდ მასშტაბით და ლაგალურობით: ისინი თუ თითო-ოროლას ტოვებდნენ, ესენი ათასობით "მონას" ათავისუფლებენ; ისინი თუ, ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში, ციხეში მიდიოდნენ (სტალინის დროს კი - დასახვრეტადაც!), ესენი წახალისებულიც კი არიან ვიღაც ენჯეოებისა და თეოლოგების მხრიდან!!!
უკაცრავად, მაგრამ საერთოდ, პატრონი ჰყავს ქვეყანას?!
3 წლის უკან
DDDzia Katana
საყოველთაო ჯარი რომ დაკანონებული მონობაა, არაა საკამათო.
კაპიტალიზმისას და გლობალიზაციის პირობებში არც უნდა იყოს სამსახური საყოველთაო და სავალდებულო.
მითუმეტეს ისე, როგორც ეს ჩვენთანაა გაწერილი (სსრკ-ს გადმონაშთი) - საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა.
ჩვენთან რატომღაც ეს მოვალეობა მხოლოდ რიგითი მოქალაქეების პრეროგატივაა.
მილიონერი, მთავრობის წევრი, პარლამენტარი და ასე თუ ისე შეძლებული მოქალაქეებისთვის ასეთი ვალდებულება არ დგება არასდროს, სსრკ-სგან განსხვავებით.
3 წლის უკან
Katana . DDDzia, თუ სწორად მახსოვს, თქვენ ყოფილი სამხედრო ხართ, ხომ?
იმედია, ხუმრობთ, როცა აცხადებთ, რომ საყოველთაო ჯარი თქვენც დაკანონებულ მონობად მიგაჩნიათ?!.
ხოლო, თუ არ ხუმრობთ და ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს სამშობლოს დაცვა სავალდებულოდ არ მიგაჩნიათ, ე.ი. ფიქრობთ, რომ ჯარში მხოლოდ ის ბიჭები უნდა წავიდნენ, ვისაც იარაღით ხელში სამშობლოდ დაცვა ეხალისება (!), ხოლო ვისაც ღამის კლუბში გართობა და კაიფი ურჩევნია, ის უნდა დარჩეს და იგულავოს, ხომ?!
თუ ჩვენს ჯარში ბევრი იყო ასეთი მენტალიტეტის სამხედრო მაღალჩინოსანი, სავსებით გასაგებია, რატომ არავის უნდა შვილის გაშვება ჯარში!
(თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ და ამისი კარგი მაგალითი მისცა თავის დროზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომლის ვაჟმაც ჩვეულებრივად მოიხადა ჯარი!.. ოღონდ, რამდენად გადამდები აღმოჩნდა პრეცედენტი, ამის შესახებ არაფერი მსმენია, სამწუხაროდ)
მაგრამ საინტერესოა, რას იტყვით ისრაელის მაგალითზე? - უჭკუობით მოსდით, ასეთ დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ საყოველთაო სამხედრო სამსახურის გავლას?
ჩვენსავით რომ ფეხებზე ეკიდოთ და ვიღაც ტუტრუცანა დედაკაცი დაენიშნათ სამხედრო მინისტრად, რომელიც ჯარში გაწვევას საერთოდ გააუქმებდა, რა მოუვიდოდა არაბულ ოკეანეში პატარა კუნძულივით მოკიაფე ისრაელს, როცა მთელი მუსულმანური სამყარო დაიძრა მის ჩასანთქმელად?!
ჩვენ ნაკლები მტრებითა ვარ გარემოცული?
ერთი მეზობელი დამისახელეთ, ვისაც ჩვენი ჩაყლაპვა არ ენატრება!..
ამიტომ, პირადად ჩემთვის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გამუდმებით უპირისპირდება კანონს და დემონსტრატიულად იკიდებს ფეხზე სახელმწიფოს (დემონსტრატიულად კანაფის დათესვა, როცა კრძალავენ... დემონსტრატიულად სპორტკლუბის გახსნა, როცა მსგავსი დაწესებულებები ყველგან იკეტება... დემონსტრატიულად ხალხმრავლობების მოწყობა, როცა მსოფლიო იზოლაციის რეჟიმშია... და ყველაზე დიდი მავნებლობა - ყალბი "მღვდლის მოწმობების" დარიგება (საინტერესოა, რამდენად?) წვევამდელებისათვის, რომ ისინი ჯარში ვერ გაიწვიონ, მიმაჩნია ქვეყნის მტრად!..
და ზუსტად ასეთადვე მიმაჩნია ის ხალხი, რომელმაც ამ ქმედებას სათანადო იურიდიული კვალფიკაცია ვერ ან არ მოუძენა მის დასასჯელად!
3 წლის უკან
DDDzia Katana
თქვენ შესანიშნავად იცით მიზეზი.
წაიკითხეთ თქვენივე პოსტი:
ბმული
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli --- DDDzia Katana---- ერთი ამას უყურეთ ბმული
ეს პირსისხლიანი გაუმაძღარი სვავები გაგვახარებენ? გვაცლიან სახელმწიფოს მშენებლობას?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სერაფინა თუ აქ შემოიხედავ ძალიან გთხოვთ ეს წაიკითხეთ -
ბმული
3 წლის უკან
DDDzia ჰოო, აი სიტყვა!!!

ბმული /> Разъярённый Лукашенко устроил РАЗНОС на Всебелорусском собрании!
3 წლის უკან