2009 წელს ცნობილი ლამაზმანი - სალმა ჰეიეკი ფრანგ ბიზნესმენზე - ფრანსუა-ანრი პინოზე დაქორწინდა, რომლის კომპანიაც ისეთ ბრენდებს მართავს, როგორებიცაა Gucci, Yves Saint Laurent, Brioni, Balenciaga და სხვები, შესაბამისად, მისი ქონებაც 35 მილიარდ დოლარს აერთიანებს, ამ ყველაფერმა კი, როგორც ხდება ხოლმე, სალმას ქორწინების ანგარებიანობაზე აალაპარაკა საზოგადოება.
ბოლო, ვინც "ფულის გამო" ქორწინებას გაუსვა ხაზი ამერიკელი მსახიობი - დექს შეპარდი იყო, ""მე ვიფიქრე - ის (სალმა) დაქორწინდა მდიდარ მამაკაცზე, იქნებ სწორედ ამიტომ აირჩია ის?"-თქვა მან. თუმცა მას შემდეგ, რაც პირადად გაიცნო ის, საკუთარ მოსაზრებაზე უარი თქვა, სელმამ კი საჯაროდ განაცხადა:
"საქმე იმაშია, რომ ფოტოები ვერ გადმოსცემენ იმ ქარიზმას, რომელსაც ის ფლობს. ის დამეხმარა, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. როდესაც დავქორწინდით, ყველა ამბობდა რომ ეს ყველაფერი ფულის გამო ხდებოდა. მაგრამ აი რისი თქმა მინდა მე: იფიქრეთ, რაც გსურთ! ჩვენ 15 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული ძლიერია".